ჟენევა (21 სექტემბერი 2018) - 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, გაერთიანებული ერების დამოუკიდებელი ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე.
„ვიზიტი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთა მიზანია ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოფხვარა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასნგენდერი (ლგბტ) პირების მიმართ ქვეყანაში“, განაცხადა მადრიგალ ბორლოზმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს, სადაც გამართავს შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთან; სახალხო დამცველოს ოფისთან, კერძო პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ლგბტ პირთა უფლებებზე; შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„ჩემი ვიზიტისას, შეფასდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესი, მოხდება არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების ხაზგასმა და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ აქტორებს წარედგინებათ რეკომენდაციები“ - განაცხადა ექსპერტმა.
,,ჩემს მიერ ასევე მოხდება იმ ფაქტორების შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენენ ლგბტ პირების მოწყვლადობასა და გარიყვაზე; შევისწავლი ძალადობისა და დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს სოციალური ცრურწმენების ჩათვლით, და კავშირს სიძულვილის ენასა და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს შორის“.
„მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხელისუფლებასთან, რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან დიალოგს“.
პრეს-კონფერენცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაეროს სახლის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: რ. ერისთავის ქუჩა 9, თბილისი 0179 საქართველო), სადაც მედიის წარმომადგენლებს წინასწარი ანგარიში წარედგინებათ. პრეს-კონფერენცია მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა განკუთვილი.
ექსპერტი ვიზიტის საბოლოო ანგარიშს რეკომენდაციების ჩათვლით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2019 წლის ივნისში წარუდგენს.
ENDS
ბ-ნი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი (კოსტა-რიკა)გაეროს ექსპერტად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობის და დისკრიმინაციისაგან დაცვის საკითხებზე 2018 წლის 1 იანვარს სამი წლის ვადით დაინიშნა . ის გახლავთ წამების მსხვერპლთა საერთაშორისო რეაბილიტაციის საბჭოს გენერალური მდივანი (IRCT). ეს ორგანიზაცია 150-ზე მეტი სარეაბილიტაციო ცენტრის გლობალურ ქსელს წარმოადგენს, რომლებიც აღიარებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თითოეული მსხვერპლის უფლებას, სრულად ისარგებლოს რეაბილიტაციით. ის ასევე გახლდათ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი 2013-2016 წლებში; ამავე პერიოდში ბ-ნი მადრიგალ-ბორლოზი გახლდათ რეპრესიებზე მომხსენებელი და კურირებდა ლგბტ პირთა მიმართ წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის კუთხით პოლიტიკის პროექტს. მანამდე ის მუშაობდა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ კომისიაში სასამართლო პროცესების და რეესტრის უფროსის თანამდებობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა ტექნიკურ სამუშაოს მრავალ საქმეზე, ანგარიშსა და ჩვენებაზე; ის ასევე მუშაობდა დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტში (კოპენჰაგენი, დანია) და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულ სასამართლოში (სან-ხოსე, კოსტა-რიკა).
დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების ნაწილს. სპეციალური პროცედურები - გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა სისტემაში დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ ყველაზე დიდი ორგანოს ზოგადი სახელია, რომელიც საბჭოს დამოუკიდებელი ფაქტის დამდგენი და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმია, რომელიც სწავლობს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციის ან თემატურ საკითხებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. დამოუკიდებელი ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე; ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს; მოქმედებენ მთავრობისაგან ან ნებისმიერი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებლად.
მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ მიმართოთ:
საქართველოში (ვიზიტის განმავლობაში): კატრინ დე პრეუქს და ბაეტს- +995 599 570 786 ()
ჟენევაში (ვიზიტის შემდგომ) კატრინ დე პრეუქს და ბაეტს- +44 22 917 93 27
()
მედიასთან დაკავშირებულ საკითხებთან რომლებიც გაეროს სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებს ეხება გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯერემი ლოურენს: UN Human Rights – Media Unit (+41 22 917 9383 / )
UN Human Rights country page - Georgia
წელს აღინიშნება 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 70 წლისთავი- დეკლარაცია თარგმნილია მსოფლიოს რეკორდულ 500 ენაზე და მასში ჩადებული პრინციპი რომ „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“ დღესაც რელევანტურია ყველასთვის, ყოველ დღე. ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის 70 წლისთავის აღსანიშნავად და რათა არ მოხდეს მასში ჩადებული უკიდურესად მნიშვნელოვანი პრინციპების უგუნველყოფა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ შეურთდნენ კამპანიას სახელწოდებით: Stand Up for Human Rights: www.standup4humanrights.org.