• გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

    გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

    დაფინანსება დაეხმარება დაუცველ თემებს პანდემისთან გამკლავებაში

    თბილისი, 2020 წ. 18 მაისი. საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია,  რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის  სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

    გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო  ფონდი არის უწყებათაშორისი  დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს  ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში   და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.

    15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში  1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა  და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

     

     

    ვრცლად

  • გაერო 75: გლობალურ საუბარი მომავლის შესახებ

    გაერო 75: გლობალურ საუბარი მომავლის შესახებ

    2020 წელს, 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გაერომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი  გლობალური  გამოკითხვა.

    გამოკითხვა მოიცავს 3 ძირითად კითხვას, კერძოდ, თუ როგორი მომავლის შექმნა გვსურს მომავალი 25 წლის განმავლობაში, ვართ თუ არა სწორ გზაზე და რა მოქმედებებია საჭირო განსხვავებების შესამცირებლად.

    გაერო მოუწოდებს თითოეულ ადამიანს გაუზიაროს საკუთარი იდეები, მოლოდინები, შიშები, კრიტიკული მოსაზრებები, შეფასებები მიმდინარე და სამომავლო რისკებზე, შესაძლებლობებსა და გლობალური თანამშრომლობის გადაწყვეტის საშუალებებზე.

    მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება გაეროს საქმიანობის  მიმართულებების განსაზღვრას და ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას, რაც უზრუნველყოს მსოფლიოს უკეთესს პერსპექტივებს.

    გლობალურ გამოკითხვაში მონაწილეობა შეუძლია ყველას ინტერნეტის, ინტერნეტის გარეშე, ოფიციალური თუ არაფორმალური შეხვედრების მეშვეობით, კერძოდ, კითხვარების, დიალოგების,დისკუსიებისა და კონსულტაციების ფორმატით.

    გამოკითხვა უკვე ხელმისაწვდომია  ქართულ ენაზეც  https://un75.online/?lang=geo, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი სურვილები და ხმა  მშობლიურ ენაზე მიაწვდინონ.

    ვრცლად