საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, გაეროს გენერალური მდივნის უფლებამოსილი წარმომადგენელის და გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ხელმძღვანელის, უშუალო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური ხელს უწყობს საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის საქმიანობას.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში შედგება გაეროს ფონდების, პროგრამების, სპეციალური სააგენტოებისა და საქართველოში აკრედიტებული გაეროს სხვა უწყებების წარმომადგენლებისგან.
ჯგუფი ინფორმაციის გაცვლის, სტრატეგიის შემუშავების და საქმიანობის კოორდინაციის მიზნით ორ კვირაში ერთხელ იკრიბება. გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მეთვალყურეობს და აფასებს გაეროს საკოორდინაციო და თემატური ჯგუფებისსაქმიანობას. გაეროს ერთიანი ინიციატივების, ასევე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გაეროს პოზიციის შემუშავება გაეროს სააგენტოთა ჯგუფის შეხვედრებზე ხდება.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ადგენს და გეგმვას გაეროს სტრატეგიულ პრიორიტეტებს; აანალიზებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ტენდენციებს და ამზადებს მასალას გაეროს სააგენტოთა ხელმძღვანელთათვის, ასევე «ქვეყნის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა» (CCA) და «განვითარების ხელშეწყობის გეგმისათვის» (UNDAF). სამსახური მუშაობს თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების შედგენა-განხორციელებაზე. სააგენტოთა ჯგუფი უზრუნველყოფს, რომ გაეროს საქმიანობა საქართველოში შეესაბამებოდეს ქვეყნის პრიორიტეტებს. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა გაეროს სააგენტოთა ჯგუფის უმთავრესი ამოცანაა. მუშაობისას, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი გაეროს საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების გარდა დახმარების ეფექტურობის შესახებ პარიზის დეკლარაციის დებულებებით ხელმძღვანელობს.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფთან, სააგენტოების, პროგრამებისა და სამუშაო ჯგუფების წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან/მრჩევლებთან, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახურის მოვალეობაა, დახმარება აღმოუჩინოს გაეროს იმ სააგენტოებსაც, რომელთაც არ აქვთ მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში.
მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ მუდმივი კოორდინატორის სისტემასთან. მუდმივი კოორდინატორის სისტემას ადმინისტრაციულ მომსახურებას გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.
გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური საქართველოში დონორთა საკოორდინაციოჯგუფის სამდივნოს ფუნქციასაც ასრულებს.