სააგენტოების პუბლიკაციები
21 ნოე 2018 
კვლევის შედეგები ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.
ვრცლად...
17 აგვ 2016 
კვლევაში შეჯამებულია მოქალაქეთა დამოკიდებულება ადგილობრივი მუნიციპალოტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს ყველა რეგიონში და წარმოდგენილია 2013 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგების შედარებითი ანალიზი. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მოქალაქეთა წარმოდგენებისა და მოლოდინების შესწავლას.
ვრცლად...
04 მარ 2016 
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში - სპეციალური ანგარიში 2015 წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და მექანიზმების შესაფასებლად ჩარატებული მონიტორინგისა და შესწავლის შედეგებს.
ვრცლად...
20 აგვ 2015 .jpg)
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.
კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ჩაატარა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი“. კვლევის შედეგები მათ შორის საფუძვლად დაედება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვასა და შესაბამის სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებული მომსახურების პოპულარიზაციას.
ვრცლად...
20 აგვ 2015 .jpg)
კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე.
კვლევა ჩატარდა ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების ასოციაცია „დეას“ და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, 2013 წლის სექტემბერ-აგვისტოში.
ვრცლად...
20 აგვ 2015 .jpg)
სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. პროექტის კონკრეტული მიზანია ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა ნდობის აღდგენისა და სოციალური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ, პატიმარ, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინება.
პროექტის ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგია გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე აქტივისტთა და ქალთა უფლებების დამცველთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ქალთა და გოგონათა დაუცველი ჯგუფების საჭიროებების შესაბამის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში ინტეგრაციის ადვოკატირება.
ვრცლად...
20 აგვ 2015 .jpg)
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2012-2013 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელებული ორი კვლევის - „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ (2012) და „ქვემო ქართლში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ეთნიკური უმცირესობების ქალთა ხელმისაწვდომობისათვის არსებული ბარიერები და შესაძლებლობები“ (2013) - შედეგებს.
ვრცლად...