მდგრადი განვითარების მიზნები

მდგრადი განვითარების მიზნები

ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისათვის

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

ახალი მიზნები წარმოადგენენ  გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 

მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები გლობალური ბუნების და უნივერსალური გამოყენებისანი არიან, რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს.  ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან - მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს. 

მდგრადი განვითარების მიზნები არის შედეგი სამ წლიანი გამჭვირვალე მონაწილეობრივი პროცესისა, სადაც ისმის ყველა დაინტერესებული მხარის და ადამიანის ხმა. ეს არის უპრეცენდენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ 193 წევრ ქვეყანას შორის. მიზნებმა მიიღებეს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, პარლამენტარების და სხვა ადამიანების მხარდაჭერა. გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული იქნა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, გაეროს კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ (რიო + 20), რომელიც 2012 წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.

 

მდგრადი განვითარების მიზნებია

მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი  5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 

მიზანი 6:   წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

მიზანი  8:  სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის

მიზანი  9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.

მიზანი 10: უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. 

მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება

მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.

მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

 

რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი განვითარების მიზნებს? 

•             მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში: ადამიანები, პლანეტა,  წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა.

○             ადამიანები, ვგეგმავთ აღმოვფხვრათ  სიღარიბე და  შიმშილი ყველა ფორმასა და განზომილებაში, და ვუზრუნველვყოთ რომ ყველა ადამიანმა გამოავლინოს პოტენციალი ღირსეულ, თანასწორ და ჯანსაღ გარემოში.  

○             პლანეტა, მდგრადი მოხმარების და წარმოების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და კლიმატის ცვლილების საპასუხოდ აქტიური ქმედების მეშვეობით პლანეტის დეგრადაციისაგან დაცვა, ისე რომ  დაკმაყოფილდეს ახლანდელი და მომავალი თაობების საჭიროებები.

○             წარმატება, ყველა ადამიანისათვის წარმატებული ცხოვრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური პროგრესის ბუნებასთან ჰარმონიული განვითარება. 

○             მშვიდობა, მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირება, რომელიც თავისუფალი იქნება შიშისა და ძალადობისაგან. მდგრადი განვითარება ვერ იარსებებს მშვიდობის და მშვიდობა ვერ იარსებებს მდგრადი განვითარების გარეშე. 

○             პარტნიორობა, ამ დღის წესრიგის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების მობილიზება, გაძლიერებულ გლობალურ სოლიდარობაზე  დაფუძნებული  აღორძინებული პარტნიორობის გზით, რომელიც ორიენტირებული იქნება უღარიბესი და ყველაზე მოწყვლადი ადამიანების საჭიროებებზე, ყველა ქვეყნის, ყველა დაინტერესებული მხარის და ადამიანების მონაწილეობით.

 

რატომ არის მდგრადი განვითარების მიზნები ფართო, ათასწლეულის განვითარების ძალიან კონკრეტულ მიზნებთან შედარებით?

●            განსაზღვრულია მდგრადი განვითარების 17 მიზანი 169 ამოცანით, განსხვავებით ათასწლეულის განვითარების 8 მიზნისა და 21 ამოცანისაგან (ქვე მიზანი). დღეისათვის მსოფლიოში არსებული კომპლქსური ცვლილებები  მოითხოვს საკითხების ფართო სპექტრის მოცვას. ასევე მნიშვნელოვანია პრობლემის მიზეზზე და არა მხოლოდ სიმპტომებზე მუშაობა.

●            მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გაეროს 193 წევრ ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებების და სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უპრეცენდენტო მონაწილეობის შედეგს. სწორედ ამიტომ არის წარმოდგენილი ინტერესებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრი.  როდესაც, ათასწლეულის განვითარების მიზნები შეიმუშავა ექაპერთა ჯგუფმა  დახურულ კარს მიღმა. 

●            მდგრადი განვითარების მიზნები ფართო სპექტრისაა, რადგან პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. ათასწლეულის განვითარების მიზნები პირდაპირ არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე. 

●            ათასწლეულის განვითარების მიზნების ორიენტირებულია განვითარებად ქვეყნებზე, კერძოდ მათ უღარიბეს ნაწილზე, როდესაც მდგრადი განვითარების მიზნები ეხება მთელ მსოფლიოს, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს.

 

მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა მეტისმეტად ბევრი, გაუგებარი ან არარეალური ხომ არ არის?

●            სიღარიბის დაძლევა, საერთო წარმატება და პლანეტის  მდგრადობა ვერ განისაზღვრება მარტივი ფორმულით.

●            მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს საერთო გლობალურ მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც მოერგება ქვეყნის კონტექსტზე დაფუძნებული მტკიცებულებებით განსაზღვრულ დონეს. 

 

რით განსხვავდება მდგრადი განვითარების მიზნები ათასწლეულის განვითარების მიზნებისაგან? 

●            მდგრადი განვითარების 17 მიზნაი 169 ამოცანით,  უფრო ფართო სპექტრისაა და უფრო შორს მიმავალი ვიდრე ათასწლეულის განვიტარების მიზნები, რადგან მოქმედებს სიღარიბის გამომწვევ ძირითად მიზეზეზე და განვითარების უნივერსალურ საჭიროებაზე, რაც ყველა ადამიანისათვის  მნიშვნელოვანია. ეს მიზნები მოიცავს მდგრადი განვითარების სამ განზომილებას: ეკონომიკური ზრდა,  სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 

●            ათასწლეულის განვითარების მიზნების წარმატების საფუძველზე განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნები, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ ზრდას, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, ქალაქებისა და დასახლებების განვითარებას, ინდუსტრიალიზაციას, მოგვარდეს ენერგეტიკასთან, კლიმატის ცვლილებთან, მდგრად მოხმარებასა და წარმოებასთან დაკავშირებული პორბლემები, დამკვიდრდეს მშვიდობა და სამართლიანობა. 

●            ახალი მიზნები უნივერსალურია და ყველა ქვეყანას ეხება, როდესაც ათასწლეულის განვითარების  მიზნები მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს უკავშირდება.   

●            მდგრადი განვითარების მიზნების ძირითადი მახასიათებელი არის ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალება, ისევე როგორც შესაძებლობების გაუმჯობესება და გარემოსადმი კეთილგანწყობილი ტექნოლოგიების განვითარება. 

●            ახალი მიზნები განსაზღვრავენ, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და სიღარიბის შემცირებისთვის. მდგრადი განვითარების 13 მიზანი კლიმატის ცვლილების და მისი გავლენის წინააღმდეგ ქმედებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

 

სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მომზადების პროცესში. რაოდენობრივად როგორ შეგვიძლია შევაფასოთ მათი მონაწილეობა საბოლოო დოკუმენტის მომზადებაში? 

•             მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში უპრეცენდენტო მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, როგორიცაა კერძო სექტორი და მერები.

•             მოლაპარაკებების დროს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირ ესაუბრათ მთავრობის წარმომადგენლებთან. 

•             ბევრი ახალგაზრდა ადამიანი მონაწილეობდა სოციალური მედიით ჩატარებულ გაეროს გლობალურ კვლევაში - ჩემი მსოფლიო, რომელმაც 7 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მონაწილეთა 75% 30 წლამდე იყო. 

 

რა ეღირება მდგრადი განვითარების ამ ახალი დღის წესრიგის განხორციელება?

●            განხორციელების საშუალებები - როგორ მოვახდინოთ ფინანსური რესურსების მობილიზება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის - ეს არის ამ ახალი დღის წესრიგის ძირითადი მახასიათებელი. 

●            ეს ამბიციური დღის წესრიგი მოითხოვს მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზებას - ტრილიონობით დოლარის. მაგრამ ეს რესურსები უკვე არსებობენ. მსოფლიოში საკმარისზე მეტი დანაზოგია ახალი დღის წესრიგის დაფინანსებისთვის.

●            რესურსების მობილიზება ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროებიდან უნდა მოხდეს, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან. 

●            ოფიციალური განვითარების ხელშეწყობა ისევ საჭროა მდგრადი განვითარების დაფინანსებისათვის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში.

●            ეს დღის წესრიგი შესაძლოა განხორციელდეს აღდგენილი გლობალური პარტნიორობის ჩარჩოში, ადის აბებას სამოქმედო დღის წესრიგით განსაზღვრული  კონკრეტული პოლიტიკისა და ქმედებების მეშვეობით. აღნიშნული დღის წესრიგი მომზადდა ივლისში გამართულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარების დაფინანსების შესახებ. 

 

როგორ განხორციელდება განვითარების ახალი დღის წესრიგი?

●            განხორციელება და წარმატება დამოკიდებულია ქვეყნების მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, გეგმებსა და პროგრამებზე რომლებსაც თავად ქვეყნები განახორციელებენ. მდგრადი განვითარების მიზნები არის ქვეყნების გზამკვლევი გლობალური ვალდებულებების შესრულების გზაზე.

●            მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგია მოითხოვს შესაბამისი რესურსებისა და ფინანსების მობილიზებას. 

●            მდგრადი განვითარების 17 მიზნის და 169 ამოცანის შესრულების მონიტორინგი განხორციელდება გლობალური ინდიკატორების მეშვეობით. გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს შეიმუშავებს უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფი და დაამტკიცებს გაეროს სტატისტიკური კომისია 2016 წლის მარტისთვის.

●            მთავრობები შეიმუშავებენ საკუთარ ეროვნულ ინდიკატორებს, მიზნების და ამოცანების შესრულების მიმართულებით პროგრესის ხელშესაწყობად. 

●            შეფასებას ყოველწლიურად ჩაატარებს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი მდგრადი განვითარების შესახებ - მდგრადი განვითარების  პროგრესის ანგარიშს მოამზადებს გენერალური მდივანი.

●            მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მონიტორინგის შედეგები შეჯამდება განვითარების დაფინანსების კონფერენციის საბოლოო დოკუმენტში - ადისაბებას სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფინანსური რესურსების ეფექტური მობილიზება მდგრადი განვითარების ახალი დღის წესრიგის ხელშეწყობის მიზნით. 

●            სექტემბრის სამიტზე მიღებული ტექნოლოგიის ხელშეწყობის მექანიზმი უპასუხებს განვითარებადი ქვეყნების ტექნოლოგიურ საჭიროებებს და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარების მიღწევაში ტექნოლოგიური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის აღიარებით, განვიტარების დაფინანსების კონფერენციაზე ქვეყნები შეთანხმდნენ ამ მექანიზმზე.

 

როგორ არის კლიმატის ცვლილება დაკავშირებული მდგრად განვითარებასთან?

•             ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებაზე, მიგრაციაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ინვესტირება მდგრად განვითარებაში ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარებას, ემისიის შემცირების და კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობის ამაღლების გზით.  კლიმატის ცლვილებასთან დაკავშირებული ქმედებები ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას და პირიქით.

•             უკონტროლო კლიმატის ცვლილება უკან დასწევსწინა ათწლეულებში  განვითარებით მიღებულ სარგებელს და შეუძლებელს გახდიან შემდგომ წარმატებას.

•             კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მონეტის ორი მხარეა; მდგრადი განვითარება ვერ მიიღწევა კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების გარეშე, შესაბამისად მდგრადი განვითარების ბევრი მიზანი არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. 

 

რა გავლენას ახდენს მდგრადი განვითარების კლიმატის კომპონენტი კლიმატის ცვლილების შესახებ დებატებზე და ამ წელს პარიზში დაგეგმილ კლიმატის კონფერენციაზე?

•             მდგრადი განვითარების საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მიზნად არ ისახავს პარიზში დეკემბერში გამართულ კონფერეცნიაზე მიღებული კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის როლის მითვისებას. 

•             მიუხედავად ამისა, შეთანხმება გაგზავნის ძლიერ სიგნალს რომ მსოფლიოს აქვს მაღალი მოლოდინები კლიმატის ცვლილების შესახებ გადამწყვეტ პოზიტიურ შედგებთან დაკავშირებით. 

•             რაკი მდგრადი განვითარების მიზნების უმრვლესობა დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან, 2016 წლის 1 იანვრიდან მათი განხორციელების დაწყება დააჩქარებს გადასვლას კლიმატის შეთანხმების განხორციელებაზე, რომელიც ძალაში შევა 2020 წელს.

 

რას მიაღწიეს ათასწლეულის განვითარების მიზნებმა?

●            ათასწლეულის განვითარების მიზნებმა შექმნეს ისტორიაში  ყველაზე წარმატებული სიღარიბის საწინააღმდეგო მოძრაობა და საფუძველი ჩაუყარეს მდგრადი განვითარების ახალ დღის წესრიგს.  

●            სიღარიბე და შიმშილი: სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ, განვითარებადი სამყაროს თითქმის ნახევარი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. ღატაკი ადამიანების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუ 1990 წელს მათი რაოდნებობა 1.9 მილიარდს შეადგენდა, 2015 წელს 836 მილიონამდე შემცირდა. 

●            გენდერული თანასწორობა: ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შემდეგ გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აქვს ადგილი ქვეყნების უმრავლესობის  დაწყებით სკოლაში. ახლა სკოლაში მეტი გოგო დადის, და მეტი ქალია წარმოდგენილი პარლამენტშიბოლო ოცი წლის განმავლობაში, 174 ქვეყნის 90%-ის მონაცემების მიხედვით. 

●            ბავშვთა სიკვდილიანობა: 1990 დან 2015 წლამდე ხუთ წლამდე ბავშვების გარდაცვალების მაჩვენებელი 1,000 ცოცხლად შობილზე 90 - დან 43 - მდე შემცირდა.  

●            დედათა ჯანმრთელობა: დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 45%-ით მცირდება მთელ მსოფლიოში,  ყველაზე მეტად შემცირება 2000 წლიდან ვლინდება.

●            დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა: აივ ინფექციის ახალი შემთხვევების კოეფიციენტი 40%-ით შემცირდა 2000-დან 2013 წლამდე, ხოლო ტუბერკულოზის პრევენციის ღონისძიებებმა და მკურნალობამ 2000 – 2013 წლებში  დაზოგა დაახლოებით 37 მილიონი. 

●            სანიტარია: მსოფლიოში, 2.1 მილიარდ ადამიანს მიუწვდება ხელი გაუმჯობესებულ სანიტარიაზე, ხოლო ადამიანთა რიცხვი რომელიც ღია დეფეკაციას ეწევა თითქმის განახევრდა 1990 წლიდან. 

●            გლობალური პარტნიორობა: ოფიციალური განვითარების მხარდაჭერა 66%-ით გაიზარდა 2000 – 2014 წლებში და  $135.2 მილიარდს მიაღწია.

 

რა ხარვეზები დარჩა ათასწლეულის განვიტარების მიზნების შემდეგ? 

●            დაახლოებით  800 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და 795 მილიონი - ისევ იტანჯება შიმშილით.

●            2000 -დან 2015 წლამდე დაახლოებით განახევრდა სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშების რაოდენობა. თუმცა 57 მილიონ ბავშვს მაინც შეზღუდული აქვს დაწყებითი განათლების მიღების უფლება.  

●            გენდერული უთანასწორობა ისევ პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა რომ მეტი ქალია პარლამენტში და მეტი გოგონა დადის სკოლაში. ქალები ისევ განიცდიან დისკრიმინაციას სამუშაოზე, ეკონომიკურ აქტივებსა და კერძო და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პორცესში მონაწილეობაზე წვდომის თვალსაზრისით. 

●            ეკონომიკური უფსკრული ისევ არსებობს უღარიბეს და უმდიდრეს ოჯახებს და ქალაქის და სოფლის დასახლებებს შორის. უღარიბესი 20% ოჯახების შვილებს უფრო დიდი შანსი აქვთ ზრდაში ჩამორჩნენ, ვიდრე მათ ვნც ყველაზე მდიდარ 20% ოჯახებში ცხოვრობს, ამასტან ღარიბი ოჯახებიდან ბავშვები ოთხჯერ მეტად არ დადიან სკოლაში. გაუმჯობესებული პირობები სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს აქვს, ხოლო ქალაქში - 82%-ს.  

●            ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 53%-ით შემცირდა 1990-დან 2015 წლამდე, თუმცა ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავაც კონცენტირებულია უღარიბეს რეგიონებში და დაბადებიდან პირველ თვეში. 

 

როგორ გაიზომება მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესი? რამდენი ინდიკატორი შემუშავდება მდგრადი განვითარების მიზნების 169 ამოცანისთვის?

●            17 მიზნის და 169 ამოცანის მონიტორინგი განხორციელდება გლობალური ინდიკატორების მეშვეობით. ინდიკატორებს რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე წევრი ქვეყნები შეიმუშავებენ.

•             უწყებათა შორისი ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს გლობალური ინდიკატორების ჩარჩოს, რომელსაც გაეროს სტატისტიკური კომისია მიიღებს 2016 წლის მარტში. შემდგომ, ეკონომიკური და სოციალური საბჭო და გენერალური ასამბლეა მიიღებენ ამ ინდიკატორებს. 

•             წევრი ქვეყნების წარმომადგენელი სტატისტიკოსები მუშაობენ ინდიკატორებზე ისე რომ ორი ინდიკატორი განისაზღვროს თითოეული ამოცანისათვის. ყველა ამოცანისთვის (ქვე მიზანი) განისაზღვრება დაახლოებით 300 ინდიკატორი. როდესაც ამოცანები ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს ეხება, ინდიკატორების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. 

სავარაუდოდ როდის დაიწყება და დასრულდება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება?

●            მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება დაიწყება 2016 წლის 1 იანვარს და დასრულდება, ანუ მიზნები მიიღწევა 2030 წლის 31 დეკემბრისათვის.თუმცა რიგი ამოცანები, რომლებიც ეფუძნება წინასწარ საერთაშორისო შეთანხმებებს, შესაძლოა 2030 წლის 31 დეკემბრამდე იქნეს მიღწეული.