გაეროს გლობალური კომუნიკაციის დეპარტამენტი/გაეროს საინფორმაციო ცენტრი უკან

 გაეროს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში არის გაეროს გგლობალური კომუნიკაციის  დეპარტამენტის წარმომადგენლობა. გაეროს აღნიშნული დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები არსებობს მსოფლიოს 70- ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში გაეროს საინფორმაციო ცენტრი 1993 წელს გაიხსნა, რასაც წინ უძღოდა გაეროში ქვეყნის ფორმალური გაწევრიანება (1992 წლის 31 ივლისი).

ადგილობრივ მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში გაეროს საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ინფორმაციას აწვდის საზოგადოების ფართო წრეებს გაეროსა და მისი სააგენტოები პრინციპების, მანდატისა და საქმიანობის შესახებ.

გაეროს საინფორმაციო ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს გაეროს ძირითად ორგანოთა _ გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოს და სხვ. _ მუშაობის შესახებ, აგრეთვე, ისეთ პრიორიტეტულ გლობალურ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული საკითხები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება, განათლება, მოსახლეობა, სამშვიდობო მისიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, აივ/შიდსთან ბრძოლა, ათასწლეულის განვითარების მიზნები, და განვითარების სხვა საკითხები. გაეროს საინფორმაციო ცენტრი გეგმავს და აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს და საინფორმაციო კამპანიებს.

გაეროს საინფორმაციო ცენტრის ფონდში დაცულია გაეროს მიერ გამოცემული მრავალი პუბლიკაცია, ოფიციალური დოკუმენტები, საინფორმაციო და აუდიო-ვიზუალური მასალა გაეროსა და მისი სააგენტოების მუშაობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო მისიები, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მდგრადი განვითარება, ახალი ტექნოლოგიები და სხვა აქტუალური საკითხები.

გაეროს საინფორმაციო ცენტრი ასევე ხელძღვანელობს გაეროს კომუნიკაციის საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობას, რომელშიც გაერთიანებულია გაეროს ყველა სააგენტოს წარმომადგენლები. ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმაციის დარგში სააგენტოთა მუშაობის კოორდინაციასა და გაძლიერებას, საქართველოში გაეროს საქმიანობის უკეთ წარმოჩენას.

 

ხელმძღვანელი:
ბატონი ნილს სკოტი,
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

საკონტაქტო პირი:

ქეთი გიოშვილი

ინფორმაციის ოფიცერი

რ. ერისთავის ქ. 9, 017 თბილისი, საქართველო

ტელ: +995 32 225 1126

ელ.ფოსტა: ghioshvili@un.org; uno.tbilisi@unic.org