წინამდებარე განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა, და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ.
ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან[1] დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია იქნა რატიფიცირებული, რომლებიც ისევე კრძალავენ დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ასევე იღებს სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებას.
საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო მსჯელობს ეკონომიკური ზრდის, განათლების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ
მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატება და არსებული გამოწვევები განიხილა. SDG საბჭოს მეორე ყოველწლიურ სხდომას, რომელიც 2019 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს თავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის, გაეროს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
2018 წლის 21 დეკემბერს, „ფაბრიკაში“,საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ექსპერტებმა.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო გარემოსშექმნის მიზნით სახელმწიფოს, საერთაშორისოორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის ერთობლივიძალისხმევა
მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.
ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს მედიაში შეიმჩნეოდა მზარდი პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება არჩევნების გაშუქებისას. სიძულვილის ენის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა ტელევიზიებსა და ონლაინ მედიაში, მაგრამ კვლავ ჭარბობს ბეჭდურ მედიაში. არჩევნების გაშუქება რადიოების მიერ მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია, თუმცა ზედაპირული, რაც პრაქტიკულად არ შეცვლილა 2016 წლიდან. საარჩევნო პროგრამების ანალიზი და დებატები საარჩევნო კანდიდატებს შორის ნაკლებად იყო წარმოდგენილი ყველა მედია-სეგმენტში.
ჩვენი მეგობრების ფასდაუდებელი წვლილისა და არსებითი მხარდაჭერის წყალობით, ჩვენი ქვეყანა იქცა რეგიონის ლიდერად და მოწინავედ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვრცლად