სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების პროგრამა 

საქართველოში გაეროსაშუალებას აძლევს სხვადასხვა აკადემიკური კვალიფიკაციის მქონე ბოლო კურსის გამორჩეულ სტუდენტებს მიიღონ უშუალო წარმოდგენა გაეროს მუშაობაზე, მის მიზნებზე, პრინციპებზე და საქმიანობაზე.

აღწერა

სტაჟირების პრიგრამებში მონაწილეობის სფეროები ძალიან განსხვავებულია თავისი შინაარსით. როგორც წესი, სტაჟიორები ჩართულნი არიან გაეროს/გაეროს  განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების და პროქტების იმ ასპექტებში, რომლებიც ეხება დიზაინს, განხორციელებასა და შეფასებას. გარდა ამისა სტუდენტები ასრულებენ სხვა დავალებებს, როგორიცაა: კვლევის ჩატარება, დოკუმენტების შედგენა, დახმარება კონფერენციების, ფორუმებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების მოწყობაში. ყველაფერი არის გაანგარიშებული იმისათვის, რომ სტაჟიორის  ინტერესები ემთხვეოდეს ორგანიზაციის საჭიროებებს.

ჩვეულებრივ, პრაქტიკანტების საქმიანობაში მონაწილეობა გრძელდება არანაკლებ 6 კვირისა და არაუმეტეს ექვსი თვისა.

კვალიფიკაცია

პრაქტიკის გასავლელად კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. მათ უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მინიმალური პირობები:

• ჩაბმულნი არიან განვითარებასთან დაკავშირებული სფეროს მაღალი დონის პროგრამაში (სასურველია, რომ იყვნენ მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტები), როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სოციოლოგია, მართვის და ბიზნესის ადმინისტრაცია, გარემოს დაცვის საკითხების შესწავლა და საზოგადოებრივი ურთიერთობები. შეირჩევიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკის დამთავრების შემდეგ სწავლას დაუბრუნდებიან;
• ამჟღავნებენ ინტერესს გაეროს საქმიანობის მიმართ, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ქარტიის იდეალების მიმართ;
• ამჟღავნებდნენ ინტერესს განვითარების სფეროს მიმართ;
• აქვთ წერილობითი და ზეპირი ინგლისური ენის საუკეთესო ცოდნა. აგრეთვე სასურველია ქართულისა და რუსულის ცოდნა. ადგილობრივი პრაქტიკანტები (საქართველოს მოქალაქეები) კარგად უნდა ფლობდნენ  წერილობით და ზეპირ ინგლისურს და ქართულ ენებს;
• აქვთ კომპიუტერის საუკეთესო ცოდნა
• გამოირჩევიან საუკეთესო ინტერაქტიური და პერსონალური თვისებებით და შეუძლიათ მუშაობა მულტიკულტურულ გარემოში.

ფინანსური ასპექტები

პრაქტიკის პროგრამა არ ითვალისწინებს ანაზღაურებას. სტაჟიორის  პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა იყოს გაწეული იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც ამ სტუდენტს წარადგენს, მთავრობის შესაბამისი ინსტიტუტის მიერ, რომელმაც შეიძლება გაუწიოს საჭირო ფინანსური დახმარება თავის სტუდენტს ან თვით სტუდენტის მიერ, რომელსაც მოუხდება მოიძიოს საარსებო სახსრები და მოახერხოს საკუთარი მგზავრობის, ვიზის და განსახლების ხარჯების დაფარვა.

სტაჟიორები არ არინ საშტატო თანამშრომლები და არა აქვთ ოფიციალური უფლება იმოქმედონ გაეროს/გაეროს განვითარების პროგრამის სახელით.

კარიერის განვითარების შესაძლებლობები

სტაჟიორის პროგრამის მიზანს არ წარმოადგენს სტაჟიორის სამუშაოდ მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამაში, არამედ მისი წახალისება ან სამუშაო ბაზრისათვის დამატებითი გამოცდილების მიღების საშუალებს მიცემა. ამგვარად, არ უნდა არსებობდეს მოლოდინი, რომ პრაქტიკის დასრულების შემდეგ მოხდება სამუშაო ადგილის შეთავაზება. თუმცა, ზოგიერთ სტაჟიორებს, სწავლის დასრულებისა და საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობებში კიდევაც დაუწყიათ მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამაში ან გაეროს სხვა სისტემაში.

სტაჟიორებს შეუძლიათ სამსახურზე განაცხადი შეიტანონ პრაქტიკის გავლის პერიოდში.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი

საქართელოში გაეროს განვითარების  (UNDP) ოფისში უნდა გაიგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

• წერილი განმცხადებლის უნივერსიტეტიდან, სადაც დამოწმებულია მის ამჟამინდელ სწავლის ფაქტი და აღნიშნულია სწავლის დამთავრების თარიღი
• რეკომენდაციის წერილი ფაკულტეტის მაღალი თანამდებობის პირისგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტს და მისი წარჩინების დონეს
• მოკლე წერილი, რომელშიც აღწერილია მიზეზები, თუ რატომ სჭირდება სტუდენტს პრაქტიკა გაეროს განვითარების პროგრამაში და რა მოლოდინი აქვს მას
• განცხადების შევსებული ფორმა

ყველა ეს დოკუმენტი უნდა გაიგზანოს ქალბატონ ნანა ბათლიძის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის, სახელზე.  ელ. ფოსტა:   ან
 

მისამართი: 

გაეროს სახლი
რ. ერისთავის ქ. 9
0179 თბილისი, საქართველო

განცხადებები შეიძლება მიეწოდოს გაეროს განვითარების პროგრამას მთელი წლის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ - გაეროს განვითარების ოფისისათვის განცხადების შევსება ან მიწოდება არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ თქვენ მოგიწვევენ გასაუბრებაზე. პოზიციის გამოცხადების შემდეგ, დაუკავშირდებიან მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოხვდებიან საბოლოო სიაში გადარჩევის შედეგად.