ლუიზა ვინტონი საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელია. საქართველოში ჩამოსვლამდე იგი ამავე თანამდებობაზე ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში (2013-2018) და ხორვატიაში (2010-2014) მსახურობდა.
ლუიზა ვინტონი გაეროს განვითარების პროგრამაში 2004 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული ბიუროში განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას მისი პასუხისმგებლობის სფეროში რეგიონის შვიდი ქვეყანაზე შედიოდა - აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ლუიზა ვინტონი ასევე ხელმძღვანელობდა გაეროს საკოორდინაციო საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ჩერნობილის ატომური კატასტროფის მძიმე შედეგების დასაძლევად.
გაეროს განვითარების პროგრამაში საქმიანობის დაწყებამდე ლუიზა ვინტონი ცხრა წელი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში Economist Intelligence Unit, ჯერ ვენაში ყოველკვირეული გამოცემის Business Eastern Europe მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ ნიუ იორკში კომპანიის აღმასრულებელი სერვისების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
1988-1994 წლებში ლუიზა ვინტონი მუშაობდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში (Radio Free Europe/Radio Liberty) პოლონეთის პოლიტიკისა და ეკონომიკის წამყვანი მკვლევარის თანამდებობაზე.
ლუიზა ვინტონს აქვს ბაკალავრის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტიდან სპეციალობით რუსეთის კვლევა და მაგისტრის ხარისხის მიჩიგანის უნივერსიტეტიდან ისტორიის სპეციალობით. მშობლიური ინგლისურის გარდა იგი ფლობს ხორვატულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებს.