ახალი ამბები
17 მაი 2019
წინამდებარე განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა, და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ.
ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან[1] დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია იქნა რატიფიცირებული, რომლებიც ისევე კრძალავენ დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ასევე იღებს სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებას.
ვრცლად...
08 მაი 2019
კაჭრეთი. 8 მაისი 2019 – საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან სემინარში, რომელიც 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის გზაზე.
სემინარის გახსნაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა, და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.
„საქართველო მსოფლიოს ერთერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნები ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიებს მოარგო და შექმნა სტრუქტურა ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. „მიმდინარე სემინარი ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას დაგვანახებს, პროგრესის დაჩქარებაში დაგვეხმარება და იმ სფეროებს გამოავლენს, რომელშიც საქართველოს მეტი დახმარება სჭირდება“.
„დღეს ჩვენი ყურადღება დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოვლენას ეთმობა“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. “იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მყისიერად იმოქმედებს მისი წინსვლის გზაზე არსებული ბარიერების აღმოსაფხვრელად, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება მდგრადი განვითარების არაერთ მიზანს მიაღწიოს. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, ახალგაზრდების დასაქმება და სოფლის განვითარება ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული სფეროებია”.
ვრცლად...
08 მაი 2019
კაჭრეთი. 8 მაისი 2019 – საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ორდღიან სემინარში, რომელიც 2019 წლის 7-8 მაისს კაჭრეთში გაიმართა. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ დამაბრკოლებელი და ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს წარმატებას მდგრადი განვითარების გლობალური დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევის გზაზე.
სემინარის გახსნაზე შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა, და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.
„საქართველო მსოფლიოს ერთერთმა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩო ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიებს მოარგო და შექმნა სტრუქტურა ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. „მიმდინარე სემინარი ჩვენს მიერ მიღწეულ წარმატებას დაგვანახებს, პროგრესის დაჩქარებაში დაგვეხმარება და იმ სფეროებს გამოავლენს, რომელშიც საქართველოს მეტი დახმარება სჭირდება“.
ვრცლად...
01 მაი 2019
ოთხშაბათს, 1 მაისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამართა შეხვედრა 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას 2018 წელს მიღწეული შედეგებისა და 2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-საქართველოს მთავრობის ერთობლივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაეროსა და მის 16 სააგენტოსთან სხვადასხვა სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას და განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ვრცლად...
12 აპრ 2019
ჟენევა/თბილისი (2019 წლის 12 აპრილი) - გაეროს ექსპერტების ჯგუფი ადამიანის უფლებების საკითხებში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ და ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა გაატარონ სასწრაფო და ყოვლისმომცველი ზომები, რათა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად.
“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ დერეგულაციის ათწლეული, რომლის მიზანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, გახდა თავისებური კარტ-ბლანში უპასუხისმგებლო ბიზნეს პრაქტიკის განსახორციელებლად“, განაცხადა ბიზნესის და ადამიანის უფლებების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ ქვეყანაში 10-დღიანი ვიზიტის დასასრულს გაკეთებული განცხადებაში.
ვრცლად...
11 აპრ 2019
ჟენევა (29 მარტი, 2019) – 2019 წლის 3-12 აპრილს საქართველოში შედგა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტების ჯგუფის პირველი ვიზიტი. ვიზიტის მიზანია ადამიანის უფლებებთან მიმართებით ბიზნეს საქმიანობის უარყოფითი გავლენის იდენტიფიცირება, პრევენცია და რეაგირება.
მისიის დასასრულს, პარასკევს, 12 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი 4, თბილისი), ექსპერტები პრეს-კონფერენციას გამართავენ და ვიზიტის პირველად შედეგებს წარადგენენ. პრეს-კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ ჟურნალისტებს შეეძლებათ.
ვრცლად...
10 აპრ 2019
დღეს თბილისში სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“, რომელიც 2019 წლის 8 აპრილს თბილისში გაიმართა.
კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების შვიდწლიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ვრცლად...