©საავტორო უფლება - გაერო 2013.
ყველა უფლება დაცულია
გაეროს ვებსაიტის სხვადასხვა გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გაეროს მიერ გამიზნულია ფართო საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი ინფორმაცია დაცულია ბერნის კონვენციის მიერ ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშების დაცვის შესახებ, ასევე სხვა საერთაშორისო კონვენციებისა და სახელმწიფო კანონმდებლობის მიერ, რომელიც ეხება საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწყვეტები შეიძლება იყოს განხილული, გამეორებული ან თარგმნილი კვლევის ჩატარების მიზნით, მაგრამ არა გაყიდვისა და კომერციული მიზნებით. ვებსაიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენებისას მითითებული უნდა იყოს გაერო, აგრეთვე უნდა იყოს მითითებული ინფორმაციის განმთავსებელი ვებგვერდის მისამართი (UღL). ვებსაიტის მნიშვნელოვანი ნაწილების გამეორების ან თარგმნის დროს, ან მისი არასაგანმანათლებლო ან სხვა არაკომერციული მიზნით გამოყენებისას წინასწარ მკაფიოდ უნდა იყოს მიღებული უფლება წერილობითი ფორმით.
გამოყენებული მითითებები და ვებსაიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია არ გულისხმობს გაეროს სახელით რაიმე შეხედულების გამოხატვას, რომელიც ეხება რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის, ქალაქის ან არეალის, ან მისი ხელისუფლების ან მისი საზღვრების დელიმიტაციის იურიდიულ სტატუსს.
კონკრეტული კომპანიების ან რომელიმე მწარმოებლის პროდუქციის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ ისინი მოწონებული ან რეკომენდირებულნი არიან გაეროს მიერ და რომ მათ ენიჭებათ უპირატესობა იგივე ტიპის პროდუქციასთან მიმართებაში, რომელიც არ არის ნახსენები.
გაერო არ იძლევა ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის სრულყოფისა და სიზუსტის გარანტიას და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.