გაეროს სააგენტოები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

საქართველოს ეხმარება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვაში საერთო მიზნით, საბოლოოდ გადაჭრას ადგილნაცვალი მოსახლეობის პრობლემა

ვრცლად
გაეროს მოსახლეობის ფონდი

საქართველოში მუშაობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის, განვითარებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

ვრცლად
გაეროს ბავშვთა ფონდი

საქართველოს ეხმარება ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებში სახელმწიფო სოციალური რეფორმის განხორციელებაში. 

ვრცლად
გაეროს განვითარების პროგრამა

საქართველოს ეხმარება დემოკრატიული მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და რეაბილიტაციის კუთხით.

ვრცლად
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო

არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ლიდერი და გაერთიანებული ერების წამყვანი ორგანიზაციაა სამართლებრივ–ტექნიკური დახმარების მიწოდებაში ტერორიზმის აღსაკვეთად. 

ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს ეხმარება ჯანდაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის სისტემების დახვეწაში. 

ვრცლად
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

საქართველოს ეხმარება ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნაში სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

ვრცლად
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს შესაძლებლობების განმტკიცებაზე, რომ წარმატებით გაართვას თავი მიგრაციის მართვის მზარდ სირთულეებს და შეიმუშავოს ქმედითი საემიგრაციო სტრატეგია.

ვრცლად
ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი

საქართველოს ეხმარება სახელმწიფო შესაძლებლობათა გაზრდაში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების მხარდასაჭერად. 

ვრცლად
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

ორგანიზაცია  საქართველოში ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით "საქართველოში შრომის კანონმდებლობის შესრულების გაუმჯობესება".

ვრცლად
გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია  ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის  გაუმჯობესების მიზნით.

ვრცლად
გაეროს გლობალური კომუნიკაციის დეპარტამენტი/გაეროს საინფორმაციო ცენტრი

აწვდის საზოგადოების ფართო წრეებს გაეროსა და მისი სააგენტოები პრინციპების, მანდატისა და საქმიანობის შესახებ.

ვრცლად
გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი

მხარს უჭერს პარტნიორების სამშვიდობო, ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების წარმატებით განხორციელებას  მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

ვრცლად
გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია

ხელს უწყობს  ინკლუზიურ და მდგრად  ინდუსტრიალიზაციასა და  ინოვაციებს. 

ვრცლად
მსოფლიო ბანკი

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიზანია განვითარებადი ქვეყნების ფინანსური და ტექნიკური დახმარება. 

ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ფონდის  მიზანია გააღრმავოს გლობალური  თანამშრომლობა, შეინარჩუნოს ფინანსული სტაბილურობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და დასაქმების დონის ამაღლებას, უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მზარდი ტემპი და შეამციროს სიღარიბის დონე.

ვრცლად