გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ვითარების ცოდნა ემსახურება უკეთესი ცხოვრების მშენებლობას მთელს მსოფლიოში. გაეროს განვითარების პროგრამა მუშაობს 177 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე და მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას ემსახურება. მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების შეჩერება, გარემოს დაცვა და პასუხისმგებლიანი მმართველობის ხელშეწყობა.
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა არაერთი წარმატებული რეფორმის განხორციელების თანამონაწილეა. გაეროს განვითარების პროგრამა აღიარებს არსებულ გამოწვევებს და მათ გადასაჭრელად მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს ეხმარება დემოკრატიული მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და რეაბილიტაციის კუთხით.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.ge.undp.org/