გაეროს მოსახლეობის ფონდი უკან

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)  არის განვითარების საერთაშორისო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს, ქალთა, მამაკაცთა და ბავშვთა უფლებების განმტკიცებას ჯანმრთელი ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობებისათვის,  ეხმარება ქვეყნებს გამოიყენონ მონაცემები მოსახლეობის შესახებ ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შესამუშავებლად, რაც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას და უზრუნველყოფს, რათა ყოველი ორსულობა იყოს სასურველი, ყოველი მშობიარობა იყოს უსაფრთხო, ყველა ახალგაზრდა იყოს დაცული აივ/შიდსისგან და ყოველ გოგონას და ქალს ეპყრობოდნენ ღირსებითა და პატივისცემით.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი 1999 წელს გაიხსნა. ფონდის ძირითადი საქმიანობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება და განხორციელებაა.

საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მოღვაწეობა და პროგრამები ქვეყნის პრიორიტეტებსა და საჭიროებებს ემყარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობის და განვითარების, და გენდერის სფეროებში; ფონდის საქმიანობა მიმართულია მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა შორისაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და მოსახლეობის განვითარების სარწმუნო მონაცემების მოპოვება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამისა და ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელებაში, რაც მყარ საფუძველს ქმნის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის ეკონომიკური უზრუნველყოფისათვის.

 

პრიორიტეტული სფეროები

საქართველოსათვის გაეროს მოსახლეობის ფონდის ეროვნული პროგრამაპარტნიორებთან კონსულტაციით შემუშავდა და ემყარება ქვეყნის პრიორიტეტებს, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ძირეულ პრინციპებს და მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიზნებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის ეროვნული პროგრამა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

პროგრამის სამი ძირითადი კომპონენტია:

რეპროდუქციულიჯანმრთელობა

ეს კომპონენტი გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდებას.შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მხარდაჭერას რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკის, სტანდარტებისა და სისტემების გასაუმჯობესებლად.ასევე, რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას. ამ კომპონენტის ფარგლებში ფონდი მიზნად ისახავს, ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების გაუმჯობესებას აფხაზეთში (საქართველო).

აქტიურად ხორციელდება ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის – ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში.

http://tsc.unfpa.org/georgia/rh.htm

მოსახლეობა და განვითარება 

ეს კომპონენტი ითვალისწინებს ათასწლეულის განვითარების მიზნების მონიტორინგის სისტემისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესებას.

http://tsc.unfpa.org/georgia/data.htm

გენდერი

ამ კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება გაეროს სააგენტოების ერთობლივი პროექტი: ოჯახური ძალადობის სიტუაციის შეფასება საქართველოში. გაეროს მოსახლეობის ფონდი ცდილობს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ცნობიერების ამაღლების, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისა და ძალების მობილიზების გზით.

http://tsc.unfpa.org/georgia/gender.htm

 

 სააგენტოს ხელმძღვანელი:

 ქ-ნი ლელა ბაქრაძე, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი 

 

საკონტაქტო პირი: 

თათა ბახტაძე

ერისთავის 9, თბილისი 0179, საქართველო

ტელ: + 995 32 225 1126

ფაქსი:  +995 32 225 0271

ელ.ფოსტა:

http://georgia.unfpa.org/

http://www.unfpa.org.tr/georgia/index.htm