საქართველო გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრი 1995 წელს გახდა. 2004 წელს FAO-ს სუბ რეგიონალური წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გახდა FAO-ს წარმომადგენელი საწართველოში. 2004 წლის 4 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა FAO წარმომადგენლობის ოფისი და შეიქმნა FAO-ს წარმომადგენლის თანაშემწის პოზიცია.
FAO'-ს მანდატი საქართველოში ითვალისწინებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის სექტორების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ორგანიზაცია თავის მრავალ ფუნქციას ანხორციელებს ტექნიკური დახმარების საშუალებით. რომელსაც უზრუნვლეყოფს მთავრობის მიერ ან მისი მეშვეობით წარმოდგენილი საპროექტო მოთხოვნების ფორმით.
პრიორიტეტული სფეროები:
საქართველოში FAO'-ს ძირითადი პრიორიტეტებია მთავრობის მხარდაჭერა ინსტიტუციონალური, სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს შექმნისა და გაძლიერებისას, სოფლის მეურნეობის უკეთ განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მამუკა მესხი, FAO -ს წარმომადგენლის თანაშემწე
მარშალ გელოვანის ქუჩა #6, თბილისი
ელ ფოსტა:
www.fao.org/georgia