საქართველოს გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანი ეწვევაუკან

საქართველოს გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანი ეწვევა
25 სექტემბერს საქართველოს ვიზიტით გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებში ჩალოკა ბეიანი ეწვევა. 
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის ცნობით, ვიზიტის მიზანი დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასებაა.
ჩალოკა ბეიანი შეაფასებს რამდენად შესრულდა რეკომენდაციები, რომელსაც 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული მისი ანგარიში მოიცავს. 

„ვიზიტის დროს შევაფასებ პროგრესს დევნილთა დაცვისა და დახმარების გაწევის სფეროში, შევაფასებ მიმდინარე პრობლემებს და შესაძლებლობებს საქართველოში გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისთვის. კერძოდ, დევნილთა ინტეგრაცია საჭიროებს განვითარების უფრო ფართო გეგმებს და ინიციატივებს“, - განაცხადა გაეროს მომხსენებელმა.

მისი თქმით, დევნილთა ის ნაწილი, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნება შეძლო, კვლავ აწყდება პრობლემებს, რომელიც დაკავშირებულია დოკუმენტების მიღებასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან.

ჩალოკა ბეიანის ვიზიტი საქართველოში 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.