13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღეუკან

13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის შემოთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.

თავის მიმართვაში გაეროს მდივანი აღნიშნავს, რომ კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს რადიო რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს, თბილისში.